,,კიდევ უფრო ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინას ახლო აღმოსავლეთში ომის გამო”- ანალენა ბერბოკი

კიდევ უფრო ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინას ახლო აღმოსავლეთში ომის გამო – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად ბედნიერია.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად ბედნიერია. ამიტომ, ჩვენ უკრაინას ახლა უფრო ყურადღებით ვაკვირდებით, ვიდრე წარსულში,”- განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი თემები