100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს – კახა კალაძე

„მურმან დუმბაძისა და ცალკეული ადამიანების განცხადებების  შეფასებას არ გავაკეთებ, ის ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“, – ასე უპასუხა კახა
კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მურმან დუმბაძის განცხადების შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და მისი მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

თბილისის მერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეკომენდაციების სრულად შესრულების გათვალისწინებით, საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ არანაირი
არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნუ ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები