სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები თბილისში საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად ჩამოვლენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ჩამოვლენ. ისინი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი არიან.

ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 60 ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი მიიღებს.

მსგავსი თემები