,,ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს” – ჯონ კირბი

ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

,,ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც “ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად სჭირდება”, – განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს საათებში ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევა.

მსგავსი თემები