თუ რომელიმე ქვეყანა კონფლიქტის გაფართოებას შეეცდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა კონფლიქტის გაფართოებას შეეცდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ოსტინი აფრთხილებს ქვეყნებს, არ ჩაერიონ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში.

,,ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარისკაცების ბაზებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ფაქტობრივად, ვხედავთ ჩვენს ჯარებზე და ჩვენს ხალხზე თავდასხმების ესკალაციის მნიშვნელოვან პერსპექტივას მთელ რეგიონში. ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები კარგ მდგომარეობაში და დაცულები არიან. დამატებითი ჯარების განლაგება კიდევ ერთი გზავნილია მათთვის, ვინც ამ კონფლიქტის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, თუ რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა შეეცდება გააფართოოს ეს კონფლიქტი და ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, ჩვენი რჩევაა – ამას ნუ გააკეთებთ. ჩვენ ვინარჩუნებთ თავის დაცვის უფლებას და ყოყმანის გარეშე მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცხადა ოსტინმა.

 

მსგავსი თემები