რუსეთი კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს – უკრაინის სახმელეთო ჯარები

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის ძალები კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს. მისივე თქმით,  ვითარება რთულია.

,,აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საკმაოდ რთულია. მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს პრაქტიკულად მთელ ზონაში. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. რუსული ჯარები აქტიურად იყენებენ ჯავშანტექნიკას, ტანკებს, საბრძოლო მანქანებსა და  არტილერიას”, – აცხადებს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.

მსგავსი თემები