უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის  საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინას შაჰიდებით სამხრეთიდან შეუტია.  სუ-34 თვითმფრინავიდან რაკეტა გასროლილ იქნა ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საჰაერო სივრციდან, გაურკვეველი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ ჩრდილოეთ საზღვრიდან გაუშვეს.

„საზენიტო სარაკეტო დანაყოფების, მობილური საცეცხლე ჯგუფების, საჰაერო ძალების ავიაციის წარმატებული საბრძოლო მუშაობის წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, განადგურდა ყველა საჰაერო სამიზნე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები