ვაზისუბანში ძლიერი აფეთქების ხმა იყო

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრო-რაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. არის ძლიერი დაკვამლიანება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

 

მსგავსი თემები