გერმანიის განცხადებით, არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით

გერმანიის განცხადებით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირთა მასობრივი დეპორტაციისთვის კადრები არ ჰყოფნით.

გერმანელ პოლიციელთა პროფკავშირის ხელმძღვანელის იოხენ კოპელკეს განცხადებით, თუ დეპორტაცია უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, მაშინ პოლიციას ამ პროცესში გაცილებით დიდი ძალების ჩართვა მოუწევს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, მისი უწყება არალეგალი მიგრანტების გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურების გაიოლებისა და დაჩქარებისთვის, გეგმის წარსადგენად ემზადება.

„მათ, ვისაც არ აქვს უფლება გერმანიაში დარჩეს, უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ფეზერმა.

 

 

მსგავსი თემები