საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა – ,,ვიზიარებთ ისრაელის ხალხის ტკივილს”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა. კატრინ კოლონა ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი საფრანგეთის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. როგორც კოლონამ განაცხადა, ,,ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შედეგად, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.

,,აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს”, – თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები