საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა

საფრანგეთმა რუსეთის 60 მოქალაქე ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.

,,S სიაში 60-მდე რუსია. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყვნენ”, – განაცხადა დარმანენმა.

მისი თქმით, დაახლოებით 60 რუსიდან, რომლებიც “S” სიაში შედიან, ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა რუსეთში დეპორტირდნენ.

არსებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა დეპორტირდნენ.

მსგავსი თემები