ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა

ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და შეწყდა აეროპორტის მუშაობა. გაზეთი ალ-ვატანი იტყობინება, რომ აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო. მანამდე აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მსგავსი თემები