ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას პეკინში სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,პარტნიორობის გასაღრმავებლად” მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, შეხვდება.

Reuter-ის ცნობით, პუტინი პეკინში ,,სარტყელისა და გზის ფორუმს” დაესწრება, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გარეთ მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

მსგავსი თემები