გასულ ღამეს ღაზაში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

გასულ ღამეს ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც.

განადგურებულ სამიზნეებს შორისაა ,,ჰამასის” შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები. IDF-ის განცხადებით, ასევე განადგურდა ,,ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

მსგავსი თემები