ნიკოლაევში ნაღმზე 14 წლის ბიჭი აფეთქდა და დაიღუპა

ნიკოლაევში 14 წლის ბიჭი ნაღმზე აფეთქდა. ტრავმირებულია მისი მეგობარი. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს.

,,ნიკოლაევის ოლქის ბაშტანის რაიონში 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მისი 12 წლის მეგობარი ტრავმირებულია. ბავშვები სოფელთან, მინდორში თამაშობდნენ. ადრე ამ ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა”, – დაწერა იგორ კლიმენკომ.

მისივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ასაფეთქებელ მოწყობილობებზე 248 ადამიანი აფეთქდა, ტრავმირებულია 525.

მსგავსი თემები