ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ღრუბლიანობის გამო გადადო

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო, ღრუბლიანობის გამო რამდენიმე დღით გადაიდო.

უცხოური მედიის ცნობით, უამინდობა (ღრუბლიანობა) თვითმფრინავებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს სახმელეთო ძალებისთვის ინტენსიური საცეცხლე მხარდაჭერის გაწევაში ხელს შეუშლის.

ოფიცრების თქმით, ისრაელის თავდასხმის ძალები ქვეითების გარდა ტანკებს, მესაზღვრეებს და სპეცრაზმს შეიცავენ. სახმელეთო ჯარები დაცულნი იქნებიან საბრძოლო თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, დრონებითა და არტილერიით, რომლებიც სროლას ახორციელებენ როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან.

მსგავსი თემები