ნეთანიაჰუმ საგანგებო ომის მთავრობის პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნა

ნეთანიაჰუმ საგანგებო ომის მთავრობის პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სხდომას ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი წევრი: ბენი განცი, გადი ეიზენკოტი, ჩილი ტროპერი, გედეონ საარი და იფატ შაშა-ბიტონი ესწრება.

,,ჰამასი ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვტეხდა… ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს.  ჩვენ ვმუშაობთ როგორც გუნდი, ერთიანი ფრონტით. ჩვენი ერთობა მკაფიო გზავნილს გადასცემს ხალხს, მტერს და მსოფლიოს. მე შევხვდი დიდებულ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. მათ იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას. მათ ესმით მათ წინაშე არსებული ამოცანის დიდი მნიშვნელობა. ისინი მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ მომენტში, გაანადგურონ სისხლიანი ურჩხულები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

მსგავსი თემები