აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის

აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის, რადგან ისრაელი ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადება.

„აშშ-ს ხომალდები არ აპირებენ შეუერთდნენ ღაზაში ბრძოლებს ან მონაწილეობა მიიღონ ისრაელის ოპერაციებში, მაგრამ საზღვაო ძალების ორი ყველაზე ძლიერი ხომალდის ადგილზე ყოფნა გზავნილია ირანისა და მისი მოკავშირე სხვა ძალებისთვის რეგიონში, როგორიცაა „ჰეზბოლა“ ლიბანში“, – წერს CNN.

მსგავსი თემები