ინგა ფერაძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ინგა ფერაძეს ბრიუსელიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინგა ფერაძის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ინგა ფერაძე საქართველოში იქნება ორშაბათს 16 ოქტომბერს დილის 9.55 სთ. ორშაბათსვე დასვენებული იქნება სარიტუალო დარბაზში მისამართზე-უნივერსიტეტის ქუჩა 6. სამშაბათს დილას მოხდება მისი გადასვენება ფილარმონიაში და 12 საათიდან დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდი. გასვენება მოხდება ფილარმონიიდან 3 საათზე. დაიკრძალება მახათას მთაზე პანთეონში…
ნათელში იყავი,ჩემო ლამაზო მეგობარო…”, – წერს მაკა რაზმაძე.
70-80-იანი წლების ცნობილი მომღერალი უნიკალური ხმით, ინგა ფერაძე, ორ ათეულ წელზე მეტი, ბელგიაში ცხოვრობდა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

მსგავსი თემები