ირანი ომში ჩაურევლობის პირობას ასახელებს

ირანი არ ჩაერევა ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, თუ თელ-ავივი არ დაესხმება თავს ირანის ტერიტორიას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები არ ჩაერთვებიან იმ პირობით, რომ ისრაელი ვერ გაბედავს ირანზე, მის ინტერესებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას. წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი“, – აცხადებენ ირანის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები