„ჰამასს“ მძევლები მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული

ღაზას სექტორში ,,გვირაბების დახვეწილი ქსელია”, სადაც ,,ჰამასს” 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

,,სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება – ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის”,  – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა.

მსგავსი თემები