დარბაზში ყველა ტიროდა – პეკინში ქართული კინომატოგრაფიის დღე აღნიშნეს   

„ფესვები“, „ჯარისკაცის მამა,“ „რაჭა ჩემი სიყვარული“ …. ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ქალაქის ცენტრში, კინოთეატრში, საქართველოს საელჩომ ქართული კინომატოგრაფიის 115 წლისთავი დიპლომატებთან, დიასპორასთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.

ქართული კინომატორაფიისა და ქართული კინოს ისტორიის წარდგენის შემდეგ კი რეალურ ისტორიაზე აგებული ემოციური და ტრაგიკული ფილმის – ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ჩვენება გაიმართა.

დიახ, დარბაზში ბევრი ემოცია დაგროვდა, ტიროდნენ კიდეც. დიპლომატიური კორპუსის ემოციებიც შესაბამისი იყო.  თავისუფლებისკენ სწრაფვა და საბჭოთა რეჟიმი, თამამად აღნიშნავდნენ ისინი.

ფილმის ჩვენების შემდეგ კი საქართველოს საელჩოს სახელით ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაციაც გაიმართა და ყველა აღნიშნავდა, რომ ქართული კულტურა, ღვინო და სამზარეულო უნიკალურია. ამავდროულად, სტუმრები, საქართველოს ელჩს ჩინეთში – არჩილ კალანდიას საკუთარ ემოციებს უზიარებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე ფილმი, თუმცა, მათივე თქმით, ეს რეალობა შექმნა მაშინდელმა რეჟიმმა.

ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

 

ეკა გულუა   

 

მსგავსი თემები