რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი დაბომბეს. კერძო სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო ბომბი გამოიყენეს.

მსგავსი თემები