პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც იქნება

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. აქ 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტ დელეგაციას ელოდებიან. ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები.

სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.

ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მას ცენტრალური წერტილიდან გააშუქებს.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები