თუკი ვინმეს ისრაელიდან სასწრაფოდ გამგზავრება სურს და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით – ლაშა ჟვანია

თუკი ვინმეს ისრაელიდან სასწრაფოდ გამგზავრება სურს და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„ძალიან მარტივი და იაფია, რომ ლარნაკაზე აიღოს ადამიანმა ბილეთი და შემდგომ გადაჯდომით გაემგზავროს საქართველოში. ასე რომ, ვინმეს თუ სასწრაფოდ უნდა და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის ეს საშუალება და შეუძლიათ გამოიყენონ“, – აღნიშნა ჟვანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან დღეს ერთი რეისი ჩამოფრინდა. ბორტზე დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა. დღესვე ისრაელიდან კიდევ ერთი, დამატებითი რეისი შესრულდება.

მსგავსი თემები