ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ჰავაის გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი კი განადგურებულია.

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი თემები