,,არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები” – მიხეილ სარჯველაძე

,,სტიქიის მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოებისთვის სრული რესურსია მობილიზებული.

„რა თქმა უნდა, სრული რესურსის მობილიზებით სამძებრო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში და როდის შეიძლება დასრულდეს მთლიანად სამძებრო სამუშაოები. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებას პრაქტიკულად ყველა სიახლის და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები