,,ვერტმფრენი ველოსიპედი ხომ არაა, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო” – ვახტანგ გომელაური

,,ქვეყანას უკვე ნაყიდი აქვს სამი ვერტმფრენი, თუმცა წელს მათი ჩამოსვლა ვერ მოესწრება”. ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.

გომელაურის თქმით, ვერტმფრენები საფრანგეთიდან ჩამოვა. სავარაუდო თარიღად კი მარტის თვეს ასახელებს.

“ვერტმფრენი მანქანა ხომ არაა, ან ველოსიპედი,  გახვიდე ბაზრობაზე იყიდო. რიგებია, 1 წელია ამაზე ვმუშაობთ. თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, ახლა სწავლება უნდა პილოტებს, რომ გადავამზადოთ”, – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, შს მინისტრი შოვში სტიქიის ზონაში დღეს, სამძებრო სამუშაოების მე-11 დღეს ჩავიდა.

მსგავსი თემები