რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის არტილერიით დაბომბვას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 23 დღის ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ, ,,უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, დანგრეული და დაზიანებულია 5 საცხოვრებელი კორპუსი.

მსგავსი თემები