რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა

რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს ,,ემენ ქემიკალ ჯორჯიაში” მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა. მუშა ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი თემები