გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში გადაასვენებენ

შოვში დაღუპულ რაჭველ ფოლკლორისტს, გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში დღეს გადაასვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები. ამის შესახებ ონის მერმა, სერგეი ხიდეშელმა განაცხადა.

ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„ამ დროისთვის 24 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული. აქტიურ რეჟიმში ყველა უწყებაა ჩართული სამუშაოებში. დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი, როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში. ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში სოფელ გლოლაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი“, – განაცხადა ხიდეშელმა.

მსგავსი თემები