ჩრდილო კორეელებს დაევალათ სტიქიური უბედურებების დროს კიმ ჩენ ინის პორტრეტები დაიცვან

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩრდილო კორეელებს დაევალათ სტიქიური უბედურებების დროს კიმ ჩენ ინის პორტრეტები დაიცვან.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური უწყებების მითითებით, მოსახლეობამ ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის პირობებში უპირატესობა კიმ ჩენ ინისა და მისი დინასტიის პორტრეტების დაცვას უნდა მიანიჭოს.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ქარიშხლის გამო, რომელსაც თან ძლიერი წვიმა ახლდა, ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მსგავსი თემები