,,ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა, მამის ავადმყოფობაა.

„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. არც ის, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარაა. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები