იორდანიის საზღვარზე ქართველი ახალგაზრდა ძლიერი სიცხის გამო გარდაიცვალა

ემიგრაციაში ქართველი ახალგაზრდა ჯარჯი სუხაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ისრაელში საცოლესთან მიდიოდა, როდესაც იორდანიის საზღვარზე ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა.

,,საზღვარს ფეხით კვეთდა ორ ქართველთან ერთად და გარდაიცვალა, გული გაუჩერდა, სიცხეს ვერ გაუძლო. ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა, იქ საცოლე ელოდებოდა”, – განუცხადა ,,მეგა ტვ”-ს გარდაცვლილის ახლობელმა.

მსგავსი თემები