ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

ზაზა მესხის ოჯახი შოვის ტრაგედიამ შეიწირა. ნაპოვნია მხოლოდ მისი მეუღლის ცხედარი.

სოციალური ქსელში მეგობრები წერენ, რომ მათ ზაზას პოვნის იმედი დაკარგეს.

„რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი. ზაზა, ჩვენო მეგობარო, მშვიდობით იძინე შენს შვილებთან ერთად, გპირდები, რაც ასე გტკიოდა სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ. შენ გვიცქირე ზემოდან და გვიგზავნე იმედის სხივი. შენ ადამიანობის ნიმუში იყავი და ბოლომდე დარჩი!!

ემიგრაციამ დაკარგა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა სამშობლო, იმდენად რომ შვილებიანად სამუდამოდ ჩაეხუტა. ლამაზად მინდა გამომივიდეს გადმოვცე ჩემი დიდი ტკივილი, ლამაზად იმიტომ რომ ზაზას ძალიან უყვარდა ყველაფერი მშვენიერი, მათ შორის სიცოცხლე!!

უფალი აუცილებლად დაგიმკვიდრებს სასუფეველს, შენ შენი ლამაზი ოჯახით და ყველა დანარჩენს, ვისაც ერთად მოგიწევთ იქ იმიერში უკვე სამუდამოდ ერთად ყოფნა!!!

პ.ს. აქვე გაცნობებთ, რომ ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ. იქნებ თქვენთვის სწორედ ის პირველი წუთები და საათები იყო გადამწყვეტი, რომელთა გამოც დღეს გლოვა გვიწევს.
#ამისდავიწყებაარიქნება
#არგავჩუმდებით
ზაზა, მშვიდობით“, – წერს ანა ბალამწარაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები