შოვში, სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა

შოვში, სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარის სანაპიროზე მარხავენ ცხოველთა ლეშებს.

არაერთხელ დაისვა კითხვა, ხომ არ იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს კურორტი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა.

მსგავსი თემები