,,გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა” – მღებრიშვილი

,,შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკა არ შეცვლილა”. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

13 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან იდენტიფიცირებულია 21. 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

“გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა. დღეის მონაცემებით 24 ადამიანია გარდაცვლილი, 9 ადამიანის ძებნა კი ისევ მიმდინარეობს.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ეს მნიშვნელოვანია და რატომ, მინდა ავხსნა 2 სიტყვით. თქვენ იცით, რომ მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა დახმარებას. წითელი ჯვრის საშუალებით დარეგულირდა ეს საკითხი და, ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები, გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები