“ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება” – ამირან გამყრელიძე

“ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება და დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით, 85 ქვეყანაშია უკვე ინფექცია გავრცელებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გარდა მაღალდასენიანებული ქვეყნებისა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება.

“ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთის გარდა, სამხრეთ კორეაშია – 5 000-ზე მეტი; 3-3 000 და ოდნავ მეტი – ირანსა და იტალიაში; 300-მდე იაპონიაში; დაახლოებით, 2 ასეულს მიუახლოვდა გერმანია და საფრანგეთში. დანარჩენ ქვეყნებში რამდენიმე ათეული შემთხვევებია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 9 დაინფიცირებულია.

მსგავსი თემები