ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მზარდია

ჩინეთის  ვიცე-პრემიერი ჟანგ გუოცინგი ჰებეის როვინციაში იყოფებოდა, სადაც სტიქიით დაზარალებული ზონა დაათვალიერა. ვიცე-პრემიერმა ყველას ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რომ წყალდიდობისგან დაზარალებული ტერიტორიები მოწესრიგდეს და მოსახლეობა ნორმალურ რეჟმს დაუბრუნდეს.

ჟანგ გუოცინი,  რომელიც ასევე არის CPC ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, დროებითი განსახლების ობიექტებსაც ესტუმრა. ერთ-ერთი, რც მან დაათვალიერა, ეს არის  ჟუოჟოუში, ჰებეის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქი, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლების სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, იწმინდება გზები და ხდება წყლისა და  ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

„წყალდიდობის კლებასთან ერთად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და გააგრძელოს კაშხლების პატრულირებისა და საგანგებო სიტუაციების რეაგირების გაძლიერება, ასევე, თავიდან აიცილოს მეორადი კატასტროფები, მათ შორის მეწყერი“ – აღნიშა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი თემები