სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

მსგავსი თემები