საძიებო სამუშაოები 7 პრიორიტეტულ ადგილას მიმდინარეობს – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  რაჭის სტიქიის ზონაში ამ დროისათვის სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე.

მათივე ცნობით, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

მსგავსი თემები