შოვში 60 წლის მარინა ხორბალაძის ცხედარიც ამოიცნეს

სამირა ისაევას ძმის ინფორმაციით, ამოცნობილია კიდევ ერთი ცხედარი და ის 60 წლის მარინა ხორბალაძეა. თავად 18 წლის ისაევას ცხედარი კი დღეს მამამ ამოიცნო. ინფორმაციას ამის შესახებ, “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

“დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს, ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ”, – განაცხადა ისკანდერ ისაევმა.

მსგავსი თემები