სტიქია ავსტრიაში – არის მსხვერპლი

ავსტრიაში, კარინტიის პროვინციაში, წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაახლოებით 80 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ვრცელდება ცნობა ორი დაღუპულის შესახებაც.

ჩახერგილია გზები, დატბორილია სახლების სარდაფები და პირველი სართულები. მეწყერი მთის ფერდობზე ჩამოწვა. სტიქიასთან საბრძოლველად მაშველებთან ერთად ჯარია მობილიზებული.

მსგავსი თემები