შოვში დაღუპულთაგან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა, ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაკარგულების კვალზე გასასვლელად თავდაცვის ძალები, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურად, ცდილობენ, რომ ტერიტორია გაასუფთავონ მიწის მასისგან.

მსგავსი თემები