ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

“ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები