ქობულეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარია ქობულეთში. ცეცხლი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

არსებული იფნორმაციით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი გაანადგურა. შედეგად, არავინ
დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები