,,არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ, უბრალოდ ამის საჭიროება არ არსებობს” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და სხვა ქვეყნებისთვის დამატებითი ტექნიკისა და ვერტმფრენის თხოვნის საჭიროება არ არის.

“საჭიროება რომ იყოს, არანაირი პრობლემა არ არის. არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ბუნებრივია, დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდიან, უბრალოდ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს გამომდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები ამ დრომდე კიდევ 19 ადამიანს ეძებენ.

მსგავსი თემები