,,სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს” – ბრუნო როდრიგესი

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

“მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს”, – წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე.

მსგავსი თემები