,,აჯობებს ამაზე სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში შოვში წყლის დონის მატება ან კლება არ დაფიქსირებულა.

თუმცა, კობახიძის თქმით, აჯობებს ამაზე სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ.

“რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ა.შ. აჯობებს, რომ ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ჯობია, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე.

რაც შეეხება წყლის დონეს, რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია თითქოს წინა დღეებში ჯერ ითქვა, რომ იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე. ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომები აფასებენ, წყალმზომებით იზომება, რეალურად წყლის დონე და არცერთი დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა არც წყლის დონის მატება, არც კლება”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები