,,შოვი ყველანაირად განადგურებულია და ღვარცოფით არის დაფარული” – კახა კალაძე

თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სტიქიისა და უბედურების დაზღვევა შეუძლებელია.

“შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. ალბათ, თქვენც გქონდათ შესაძლებლობა გენახათ თუ რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონს და მხარეს.

სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა. იტალიაში რამოდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები